logo
ENG



Edison Research: 74% - არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მივიღებ, 18% - ალბათ მივიღებ

12 ოქტ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 21

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 74% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად აპირებს. 18% კი ამბობს, რომ არჩევნებზე ალბათ წავა.

მონაწილეობას ალბათ არ მიიღებს - 4%; ნამდვილად არ მიიღებს - 4%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.


close დახურვა