logo
ENG



Edison Research: ოცნება - 36%, ენმ - 17%, ევროპული საქართველო - 5%, გადაუწყვეტელი - 24%

12 ოქტ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 
kvleva 27

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილებდა:

ქართული ოცნება - 36%;

ენმ - ძალა ერთობაშია - 17%;

ევროპული საქართველო - 5%;

24% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%;

ლეიბორისტული პარტია - 3%;

პატრიოტთა ალიანსი - 3%;

გირჩი - 2%:

ლელო - 2%;

მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 1%;

გამარჯვებული საქართველო - ირაკლი ოქრუაშვილი - 1%;

სხვა პარტიები - 1%;

ამასთან, გადაუწყვეტელ 24%-ს ჰკითხეს, ვისკენ უფრო იხრება მათი სიმპატია - ქართული ოცნებისკენ თუ ოპოზიციური პარტიისკენ. კითხვაზე "მაინც ვის მისცემდით ხმას, ქართულ ოცნებას თუ ოპოზიციურ პარტიას, უფრო ვისკენ იხრება თქვენი სიმპატია", პასუხები ასე განაწილდა: 

ოპოზიციური პარტია - 30%; 

ქართული ოცნება - 13%; 

არ ვიცი/უარი პასუხზე - 57%. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.


close დახურვა