kvleva 26
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი (43%) ამბობს, რომ მთავარი ფაქტორი, რის გამოც კონკრეტულ პარტიას ემხრობიან, პარტიის პროგრამაა.
25% ამბობს, რომ ასეთი ფაქტორი პარტიის ლიდერია;
21% ამბობს, რომ კონკრეტულ პარტიას იდეოლოგიის გამო ეხმრობა;
9% ასეთ ფაქტორად პარტიის საგარეო კურსს ასახელებს;
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.