ქსნის სკოლის დირექტორი, დოდო კოტორლიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა. იგი თბილისში ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შვილის, ბექა ლელუაშვილის ცნობით, დოდო კოტორლიშვილს ინფაქტის ნიშნები აქვს.
ფორმულასთან საუბარში გათავისუფლებული დირექტორი აცხადებს, რომ "არასასურველი დირექტორია", რადგან აგიტაციას არ ეწევა.
"დავურეკე რესურს ცენტრს და მითხრეს, არ ხარ სიაშიო. მე ვარ მათთვის არასასურველი დირექტორი, რადგან აქ აგიტაციას არ ვეწევი. რესურსცენტრის უფროსმა მითხრა არაფერი არ გამოგივაო. არ აგზავნიდა და მოვთხოვე ჩემი განცხადება გაეგზავნა. ამ განცხადებას რეზოლუცია არ დაადეს რადგან უფლებამოსილება არ გამიგრძელდა", - ამბობს დოდო კოტორლიშვილი.
როგორც ფორმულამ გაარკვია, გათავისუფლების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი ქმარ-შვილის საქმიანობას უკავშირდება. ბექა ლელუაშვილი, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას, მაჟორიტარობის კანტიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრია.
"ვუკავსირებ ჩემს გააქტიურებას, ჩემს ნაცნობობას ცეზარ ჩოჩელთან და კახა ოქრიაშვილთან", - ამბობს ლელუაშვილი.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მანამდე, იგი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. იმავე არხის ცნობით, შემოწმების დღეს წყალი მთელ რეგიონს არ მიეწოდებოდა და შესაბამისად, სკოლის საპირფარეშოებსაც, შესაბამისად, გათავოსუფლების მოტივიც ეს უნდა ყოფილიყო.
ია კერზაიას ოჯახი დღემდე პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. კერზაიას შვილმა, ბაჩა შენგელიამ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.