logo
ENG



სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა

13 ოქტ 202016:44
3 წუთის საკითხავი
 
eblpdve81tm5vsg.jpg

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ პრეზიდენტ ლუკაშენკოს 3-პუნქტიანი ულტიმატუმი წაუყენა. მისი შესრულების ვადა კი 25 ოქტომბრამდე მისცა.

შესაბამისად, ტიხანოვსკაიას თქმით, ლუკაშენკოს 13 დღე აქვს, რათა შეასრულოს შემდეგი პირობები:

გადადგეს; 

შეწყდეს ძალადობა ქუჩებში; 

გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები 25 ოქტომბრამდე არ შესრულდება, "მთელი ქვეყანა ქუჩაში გამოვა, 26 ოქტომბერს კი დაიკეტება ყველა ქუჩა, დაიხურება ყველა მაღაზია". 

ტიხანოვსკაიას თქმით, ის, რომ ახლა სპეცრაზმელები როგორც კაცებს, ისე  ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებსაც სცემენ, არის სახელმწიფო ტერორი და ვისაც  ჯერ არ გადაუწყვეტია ხალხის გვერდით დგომა, ტერორის თანამზრახველია".

მისივე განცხადებით, გისოსებიდან ლაპარაკი არ არის დიალოგი. "ხალხის ცემა და დილეგში გამოკეტვა მოლაპარაკებებისთვის არ არის დიალოგი". 

დღეს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  აქციების დასაშლელად, საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მისცა". 

საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და გამარჯვებულად ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც უკვე 25 წელია, ქვეყანას მართავს. ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაუქმებას და მის ხელახლა დანიშვნას ითხოვდა. აქციების დაწყების შემდეგ ათასობით ადამიანი დააკავა.  


close დახურვა