logo
ENG



გახარია: თბილისსა და იმერეთში რესტორნები საღამოს 10 საათიდან აღარ იმუშავებს

15 ოქტ 202013:24
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნები და ყველა გასართობი ობიექტი 22:00 საათიდან დაიხურება.

გახარიას თქმით, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში ქვეყანაში დღიური ინფიცირების რაოდენობა 1 000-ს გადააჭარბებს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა