logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

17 ოქტ 202013:13
3 წუთის საკითხავი
clock 476

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამთავრობო მედია PEC ავრცელებს.

დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივნის, დიანა გასიევას თქმით, ბიბილოვს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და "დისტანციურად აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას". 

ბოლო 24 საათში, დე-ფაქტო ცხინვალში 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის დღიდან კი ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ის 197 შემთხვევაა დადასტურებული.

 


close დახურვა