logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელმა 3-ვე მძევალი გაათავისუფლა, თავად კი გაიქცა

22 ოქტ 202004:23
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ტერორისტულმა თავდამსხმელმა 3-ვე მძევალი, მათ შორის, სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გადლავა გაათავისუფლა, თავად კი გაიქცა. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად სად გაუშვა თავდამსხმელმა მძევლები, ისევე როგორც, უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა თავად გაქცეულიყო. 

ამ დრომდე არსებული ცნობებით, თავდამსხმელს პოლიციის მანქანაში მძევლად სამი პირი ჰყავდა აყვანილი, ხელში გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა, თან კი საინკასაციო მანქანით მიტანილი ფული მიჰქონდა. 

სწორედ ფულის მიღების მიზნით დაესხა თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალს თავს. მან მძევლად 19 პირი აიყვანა და სახელმწიფოს ნახევარი მილიონი დოლარის მიტანა მოსთხოვა. 

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება ჯერ ვერ მოახერხეს. 


close დახურვა