logo
ENG



თეთრიწყაროში უცხოელი ბიზნესმენის ოჯახი გაკოჭეს, წაართვეს ფული - წალკის მერის წარმომადგენელი

24 ოქტ 202000:09
3 წუთის საკითხავი
clock 2832

წალკის მერის წარმომადგენელი ბედიანის ადმინისტრაციულ თემში ზვიად ხაფავა ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ორმა პირმა ახალ ზელანდიელი ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღა.

ხაფავას თქმით, ფულთან ერთად, ბიზნესმენს ავტომანქანაც გასტაცეს.

"ოჯახი დააყაჩაღეს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე. უცხოელები არიან ქმარი ახალ ზელანდიელი ბიზნესმენია - ჯონ ედვან ფადნი. ცოლი ჩინეთის მოქალაქე. შვიდის ნახევრისკენ ორი კაცი შევიდა მათთან. შავებში ჩაცმულები იყვნენ, პოლიციის კეპები ეკეთათ და გაეცნენ წალკის პოლიციის წარმომადგენლებად. შემდეგ ამოიღეს იარაღი და მოსთხოვეს ფული. გაკოჭეს ბიზნესმენი, მისი ცოლი და შვილი. ბიზნესმენს წაართვეს მანქანა, ტელეფონები, ნოუთბექი და 11 000 ლარი. ფიზიკურად არავინ დაშავებულა", - განაცხადა მერის წარმომადგენელმა.

ხაფავას თქმით, ავტომანქანა პოლიციამ უკვე აღმოაჩინა ახლომდებარე ტყეში.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


close დახურვა