logo
ENG



ტორპედო: ჩვენთან რამდენიმე ადამიანს კოვიდ 19 დაუდასტურდა, დინამოსთან მატჩი გადაიდო

26 ოქტ 202013:05
3 წუთის საკითხავი
clock 646
jolu249mybscbei.jpg

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გუნდში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

განცხადების თანახმად, 28 ოქტომბერს "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი ქართული დერბი გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს დაინიშნა.

"ვადასტურებთ, რომ ტორპედოში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე გადაიდო "ტორპედოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრაც - ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა.

 

close დახურვა