logo
ENG



ბოლნისში ნაციონალური მოძრაობის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

28 ოქტ 202017:18
3 წუთის საკითხავი
clock 1655

ბოლნისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ისმაილ გაჯიევს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გაჯიევის ცოლი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი ქართული ოცნებიდან იყო:

"ჩემს ქმარს დაუძახეს, ეზოში გავიდა, აგრესიული საუბარი დაუწყო, დაარტყა და წავიდა. ჩემს შვილს კითხულობდნენ სად არისო, არ ვიცი რა უნდოდათ. ალბათ ოცნებიდან იყვნენ. ერთი ილგამ იბრაგიმოვი იყო, მეორე მანქანაში ელოდებოდა“, - განაცხადა დაშავებულის მეუღლემ, იასამა გაჯიევამ.

ამ დროისთვის ისმაილ გაჯიევი ბოლნისის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა