logo
ENG



ამბები, რომლებიც 29 ოქტომბერს უნდა იცოდე

29 ოქტ 202008:54
3 წუთის საკითხავი
 
n72kuonbuxy3z6p.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 29 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

თავდასხმა „პროგრესული საქართველოს" ლიდერზე

თავდასხმა პარტია პროგრესული საქართველოს ლიდერზე. გვიან ღამით, გიორგი კვაბზირიძე სააკაძის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილში ჯდებოდა, რა დროსაც მასთან უცხო პირი მივიდა და გაისროლა. კვაბზირიძის თქმით, თავდამსხმელმა მას პოლიტიკიდან წასვლა მოსთხოვა.


ფორმულასთან საუბრისას „პროგრესული საქართველოს" ლიდერმა გახშირებულ ძალადობრივ ფაქტებზეც საუბრობს და თქვა, რომ პოლიტიკიდან მის ჩამოშორებას ვერანაირი მუქარით ვერ შეძლებენ.

 

პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაჯარიმება

„დრო ამოიწურა” - მსგავსი შინაარსის სტენსილების განთავსების გამო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წევრები დააჯარიმეს. გვიან ღამით, თბილისის სხვადასხვა უბანში, მოძრაობა „შეცვალეს" მიერ შექმნილის სტენსილები გამოჩნდა, რომლის განთავსების დროსაც საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია 1000 ლარით დააჯარიმეს.

საპატრულო პოლიციამ, მოძრაობა შეცვალეს ერთ-ერთი წევრი - ნიკა ფარულავა კი სტენსილისთვის ფოტოს გადაღების გამო დააჯარიმა. აქტივისტების თქმით, ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და ეს გზავნილი სწორედ საქართველოს მთავრობისთვისაა. 

 

წინასაარჩევნო დარღვევები

ვანის მუნიციპალიტეტში ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. სამოქალაქო აქტივისტებმა გამოიკვლიეს, რომ სოფელ სალომინაოში გადასატანი ყუთი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად შეუძლიათ გადაადგილება და რომლებსაც საარჩევნო უბნისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნით განცხადებით არ მიუმართავთ. ამავე დროს არსებობენ მოქალაქეები, რომლებსაც, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაადგილება არ შეუძლიათ, თუმცა გადასატანი ყუთის სიებში რეგისტრირებული არ არიან.

„ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი შტაბის წევრები ამბობენ, რომ ასეთი გზით ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას გეგმავს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართეს, თუმცა საოლქომ განცხადება არც განიხილა.

 

„ქართული ოცნების" კონსპირაციული შტაბი

ოპოზიცია კასპში „ქართული ოცნების" კონსპირაციულ შტაბზე აკეთებს განცხადებას, რომელსაც მათი თქმით, სუს-ის კასპის სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ნუგზარ ნონიაშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსი პირადად არის ჩართული ამომრჩევლების მოსყიდვაში და სწორედ მისი პატრონაჟით ხდება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროდუქტების დარიგება.

 

ძალოვნების ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიაში

ოპოზიციონერი ლიდერები აცხ​ადებენ, რომ ქართული ოცნება არჩევნებისთვის იმდენად უშანსოდ არის დარჩენილი, რომ მზადაა ძალოვანი უწყებების გამოყენებით, ხმების მობილიზება დაიწყოს და მოქალაქეებზე ზეწოლა განახორციელოს. „ქართული ოცნებაში" სქრინის არსებობის არ სჯერათ. ფორმულანიუსის მოპოვებული სქრინი პოლიციის მაღალჩინოსნების შიდა მიმოწერიდან აჩვენებს, რომ დეპარტამენტის უფროსები არაკანონიერ დავალებებს გასცემენ, ხმების მობილიზების, სიების შედგენისა და კრიმინალების ჩართვისთვის.

 

კიბერშეტევა „გირჩი ტვ"-ზე

ტელევიზია „გირჩი" და „ფროდაქშენ იუნითი", რომელიც წინასაარჩევნო ვიდეოებს ამზადებდა  პარალიზებულია. გირჩის მიდია საშუალებებზე გუშინ საღამოს კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე „გირჩის" ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს. ვინ მოახდინა კიბერშეტევა და რა მიზნით ჯერჯერობით უცნობია. 

ჯაფარიძე: გირჩი ტვ დაჰაკეს, ტელევიზია სრულად პარალიზებულია


 


close დახურვა