logo
ENG



BBC: საფრანგეთში, ნიცაში თავდამსხმელმა 3 პირი მოკლა, ერთ-ერთს თავი მოჰკვეთა

29 ოქტ 202013:58
3 წუთის საკითხავი
clock 1680

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში თავდამსხმელმა 3 ადამიანი დანით მოკლა, ასევე დაშავებულია რამდენიმე პირი. თავდასხმა ნოტრ-დამის სიახლოვეს მოხდა.  

პოლიციის თქმით, მოკლულებს შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა. დამნაშავე უკვე დაკავებულია. როგორც BBC წერს, ნიცის მერი კრისტიან ესტროსი შემთხვევას ტერორისტულ აქტს უკავშირებს. ქალაქის მერის ცნობითვე, თავდამსხმელი დაუსრულებლად იმეორებდა ფრაზას "ალაჰი დიდია" (Allahu Akbar).

ნიცაში თავდასხმა რამდენიმე წლის წინაც მოხდა, რა დროსაც ტუნისელმა პირმა სატვირთო მანქანით დაეჯახა ბასტილიის დღის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს. შემთხვევა 2016 წლის 14 ივლისს მოხდა, რასაც 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


close დახურვა