logo
ENG



სამტრედიაში ქართული ოცნების ოფისთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

29 ოქტ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 

სამტრედიაში ქართული ოცნების ოფისთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აგრესიული თავდასხმა ჟურნალისტებზე მას შემდეგ მოხდა, რაც მათ ოფისთან შეკრებილ ათობით ადამიანს კითხვით მიმართეს.

მანამდე ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილები შენობაში ცალ-ცალკე შედიოდნენ, ჟურნალისტს შთაბეჭდილება დარჩა, რომ იქ რაღაცას არიგებდნენ და იქ მყოფებს ჰკითხა, თუ რატომ იყვნენ შეკრებილები და რა ხდებოდა შენობაში. 

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა პასუხად აგრესია მიიღეს, გადამღებმა ჯგუფმა შტაბის ხელმძღვანელებთან გასაუბრება სცადა, თუმცა ისინი შენობასთან მყოფმა პირებმა მათთან არ მიუშვეს - რამდენიმემ, მათ შორის, სამტრედიის მერიის თანამშრომელმა ფორმულას ოპერატორს სცემა ზურგში და ფეხებში, რათა სიტუაციის გადაღება ვერ მოეხერხებინა. ფორმულას ჟურნალისტის თქმით, ადგილზე შეკრებილების მთავარი მიზანი იყო, ვერ შესულიყვნენ შენობაში და ვერ გადაეღოთ, რა ხდებოდა ქართული ოცნების შტაბში. 

სამტრედიის მერიის თანამშრომლემა, მიხეილ ლეჟავამ ფორმულას ჟურნალისტს განუმარტა, რომ შტაბში თათბირია და იქ კოორდინატორებს იბარებენ. 

სამტრედიის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა ბიბილეიშვილის თქმით, ქართული ოცნების ოფისში ფულს არიგებენ, კერძოდ ფულს ოცნების კოორდინატორებს უბნებში ქეიფისთვის და ხალხის მოსყიდვისთვის ურიგებენ.

მამუკა ბიბილეიშვილი ამბობს, რომ თანხის დარიგებაში მონაწილეობენ სამტრედიის მერიის სამსახურის უფროსები, აიპების თანამშრომლები და სოფლების რწმუნებულები.


close დახურვა