ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, დილის 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8,33%-ია
არჩევნებზე გამოცხადდა 292 587 ადამიანი.
ყველაზე მაღალი აქტივობა #19 საარჩევნო ოლქში იყო. ეს ოლქი მცხეთას, დუშეთს, თიანეთს და ყაზბეგს აერთიანებს.
ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის ოლქებშია - 7.3 %
2016 წელს, იმავე დროს აქტივობა 8.34% იყო;
2012 წელს - 10.66%
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.