logo
ENG



Edison-ის 20:00 სთ-ის ეგზიტპოლი: ოცნება - 46%; ენმ - 28%; ევსაქები - 5%; უარი პასუხზე - 60%

31 ოქტ 202022:28
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია N5 - 28%
  • ევროპული საქართველო N2 - 5%
  • გირჩი N36 - 3%
  • ლელო N56 - 3%
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 2%
  • პატრიოტთა ალიანსი N8 - 2%
  • ლეიბორისტული პარტია N10  - 1%
  • ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24 - 1%
  • სხვა პარტიები - 9%
  • უარი პასუხზე - 60%

Edison Research-ის ეგზიტპოლი 18:00 საათის მონაცემებს ასახავს. 

ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტის 150 მანდატიდან 120 მანდატი პროპორციული წესით შეივსება. 

დანარჩენ 30 მანდატს გამარჯვებული მაჟორიტარები შეავსებენ. 

მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.

უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ტელეკომპანია“ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეგზიტპოლი, რომელიც განახორციელა საერთაშორისო კომპანია Edison Research-მა

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით115 საარჩევნო უბანზე არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითი მეთოდით შერჩეული 11 527 რესპონდენტი.

ეგზიტპოლის ცდომილება +/–1.5% - ია. 


close დახურვა