logo
ENG



Edison Research-ის ეგზიტპოლი თბილისში: ოცნება 43%; ენმ 23%; გირჩი 8%;

31 ოქტ 202022:24
3 წუთის საკითხავი
clock 6069
ac6nundc7rl9czj.jpg

ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება  - 43%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია - 23%
  • გირჩი  - 8%
  • ლელო  - 4%
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 4%
  • ევროპული საქართველო - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი  - 3%
  • ლეიბორისტული პარტია   - 2%
  • ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები  - 2%
  • სხვა პარტიები - 8%

ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტის 150 მანდატიდან 120 მანდატი პროპორციული წესით შეივსება. დანარჩენ 30 მანდატს გამარჯვებული მაჟორიტარები შეავსებენ. 

საქართველოს მასშტაბით Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში იხილეთ აქ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ტელეკომპანია“ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეგზიტპოლი, რომელიც განახორციელა საერთაშორისო კომპანია Edison Research-მა

ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით115 საარჩევნო უბანზე არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითი მეთოდით შერჩეული 11 527 რესპონდენტი.

ეგზიტპოლის ცდომილება +/–1.5% - ია. 

 


close დახურვა