logo
ENG



ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3409 ლარი გახდა

04 ნოე 202017:19
3 წუთის საკითხავი
 
7v57kjh4buqma5c.jpg

ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 3.3409 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2988 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -4.21 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც და 3.9042 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 3.8586 ლარს შეადგენდა, შესაბამისად ევროს ცვლილებამ 4.56 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან შევა ძალაში.


close დახურვა