
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გაცემული პრემია-დანამატების სიდიდით სახელმწიფო უწყებებს შორის შსს პირველ ადგილს იკავებს.
პრემია-დანამატები გამოუძიებელი დანაშაულების და ძალის გადამეტების შემთხვევების პარალელურად იზრდება.
ორგანიზაციის მოკვლევით, 2018-2019 წლებში შსს-მ მხოლოდ პრემია-დანამატებზე 167.6 მილიონი ლარი დახარჯა და 2019-ის მაჩვენებელი წინა წელს 22 მილიონით აღემატებოდა.
შსს-ს მიერ მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გაცემული პრემია-დანამატები მეტია, ვიდრე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წლიური დაფინანსება.