logo
ENG



სასამართლოში "სირცხვილიას" დაკავებული აქტივისტების პროცესი იწყება

10 ნოე 202012:35
3 წუთის საკითხავი
clock 718

თბილისის საქალაქო სასამართლოში სირცხვილიას დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დაიწყო. 

ლექსო მაჭავარიანი, ნოდარ რუხაძე და გიორგი სირცხვილიას საპროტესტო, დაუმორჩილებლობის აქციაზე შეშის თან ქონისთვის დააკავეს. 

მათ საპროტესტო აქციაზე შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. 

ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ გიორგი მჟავანაძეს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მოგვიანებით პოლიციელებმა დააკავეს კიდევ ერთი პირი - მუსიკოსი დიმიტრი შუბითიძე. 

სირცხვილია პარლამენტთან კომენდანტის საათს აპროტესტებდა, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა და 22:00 საათიდან 05:00-მდე გადაადგილებას კრძალავს როგორც ფეხით, ისე მანქანით. რეგულაციის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარია. 

აქტივისტები ამბობენ, რომ კომენდანტის საათს არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან, მას პოლიტიკური მიზნები აქვს და სწორედ ამიტომ აცხადებენ დაუმორჩილებლობას. 


close დახურვა