logo
ENG



სირცხვილია: მხარი დავუჭიროთ ლაზარეს 15 და 17 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში

13 ნოე 202313:27
3 წუთის საკითხავი
clock 423

მოძრაობა სირცხვილია მოქალაქეებს მოუწოდებს, 15 ნოემბერს 12:00 საათზე და 17 ნოემბერს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ და მარტის აქციებზე დაკავბეულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდამჭერა გამოუცხადონ.

ამ ორ დღეში გრიგორიადისის დასკვნითი პროცესები გაიმართება და, სავარაუდოდ, განაჩენიც გამოცხადდება.

"15 და 17 ნოემბერს ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესები გაიმართება. ლაზარე ხელისუფლების შურისძიების სამიზნეა და ჩვენ შეგვიძლია, რომ მას ჩვენი მხარდაჭერა სასამართლოს დარბაზში გავაგონოთ.

ლაზარე გრიგორიადისი არის იმედისა და გამძლეობის მაგალითი, რომელიც განასახიერებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ. მისი ბრძოლა საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური შეუპოვრობის სიმბოლოა. ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მტკიცედ იბრძოდა და იბრძვის საქართველოში რუსული გავლენის წინააღმდეგ, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ამ გზაზე მიღწეული ნებისმიერი წარმატება საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის შედეგია. ეს ბრძოლა არასდროს იყო მარტივი და ყოველ გამარჯვებას საკუთარი ფასი ჰქონდა. ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს, რომელიც პატივს სცემს თითოელი მოქალაქის გაღებულ ძალისხმევასა და მსხვერპლს", - ნათქვამია განცხადებაში.

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა