მოსამაართლე თამარ მეშველიანმა სირცხვილიას ორ აქტივისტის ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის განაჩენი გამოაცხადა. მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ნოდარ რუხაძე კი 1 500 ლარით დაჯარიმდა.
გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე სამართალდამცველებმა 9 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად დააკავეს. აქციის მონაწილეებს შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
მჟავანაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.