logo
ENG



სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ის მიდამოებში იქნება -  მთავრობა განსაზღვრულზე მეტ ვალს აიღებს

12 ნოე 202013:23
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/12/k6nd957xla5wlas.jpg

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის, თქმით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ის მიდამოებში იქნება. მინისტრის შეფასებით, განსაზღვრული ციფრი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. 

იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60% ის ნიშნულია, რომელიც საგარეო ვალის აღების კუთხით საქართველოს სახელმწიფო ვალი კანონით კრიტიკულ ზღვრად არის მიჩნეული, გამოდის მთავრობა განსაზღვრულზე მეტ ვალს აიღებს.

"60%-ის მიდამოში იქნება, შეიძლება 62%... სავალუტო ფონდის დარწმუნება არ გაგვჭირვებია იმიტომ, რომ ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა და განსაკუთრებით ადეკვატური და მნიშვნელოვანია კრიზისების დროს. მათ კარგად იციან და კარგად გაიაზრეს, თუ რა მასშტაბთან გვაქვს საქმე მსოფლიოში. არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები, მათ იციან, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგრადობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარჯების გაზრდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა დეფიციტის გაზრდა, რაც თავისთავად ხელს უწყობს ვალის გაზრდას", — თქვა მაჭავარიანმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 58.65%-ს შეადგენს.


close დახურვა