logo
ENG



საქართველო - ჩრდ. მაკედონიის მატჩის შემდეგ, პოლიციამ გულშემატკივარი 2 000 ლარით დააჯარიმა

13 ნოე 202000:21
3 წუთის საკითხავი
clock 3940

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, პოლიციამ დააჯარიმა.

გიორგი ფილაურს სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმა დაუწერეს.

ფილაური პოლიციის ქმედებას უსამართლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ არ უნდა დაეჯარიმებინათ, რადგან ნაკრებმა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

„რისკებს ვითვალისწინებდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხოლოდ მე დავჯარიმდი. სახლში მივდიოდი და გამაჩერეს, მითხრეს რომ დავარღვიე კარანტინის საათი აკრძალულ დროს ვიყავი გარეთ. ელემენტარულად გულშემატკივრები, ვინც გარეთ ვიყავით, სახლამდე უნდა მივეშვით. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა სამართლიანი“, - განაცხადა ფილაურმა.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს გულშემატიკვრები "დინამო არენასთან" განთავსებულ მონიტორზე უყურებდნენ და ნაკრებს ამ ფორმით გულშემატკივრობდნენ.

საქართველო ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.


close დახურვა