logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო

13 ნოე 202015:50
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებული 6 არასრულწლოვანი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასჯელის ზომა შემდეგ პროცესზე გამოცხადდება.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო.  

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 11 სრულწლოვანია, 6 - არასრულწლოვანი. აქედან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გამოძიება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასაც ედავება. 


close დახურვა