საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 230.
ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
NCDC-ის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 7 314 PCR ტესტი ჩატარდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 82 835 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 65 291 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 733 კი გარდაიცვალა.