logo
ENG



სამადაშვილი სირცხვილის დერეფანზე: ვინც სხვის ამომრჩეველსაც არ სცემს პატივს, ნდობა არ ექნება

16 ნოე 202015:27
3 წუთის საკითხავი
clock 2083
სამადაშვილი სირცხვილის დერეფანზე: ვინც სხვის ამომრჩეველსაც არ სცემს პატივს, ნდობა არ ექნება

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვინც სხვის ამომრჩეველსაც პატივს არ სცემს, ნდობა არ ექნება.

"არ ვიცი იდეა, მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის, ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ", - წერს სამადაშვილი.

გუშინ, 15 ნოემბერს ბათუმში გამართულ აქციაზე ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები მოაწყონ.


close დახურვა