logo
ENG



ვარშალომიძე: სირცხვილის კორიდორები გაკეთდება იმათთვის, ვინც არჩევნები გააყალბა

19 ნოე 202014:00
3 წუთის საკითხავი
clock 1489
2020/11/19/c98aw34i6k56x9v.jpg

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში სირცხვილის კორიდორები გაკეთდება იმ ადამიანების მიმართ ვინც არჩევნები გააყალბა.

ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, რომ მეორე ტურში ხმის მისაცემად არ მივიდნენ.

"ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არ მივიდნენ მეორე ტურში, რადგან არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ამას გავაპროტესტებთ ყველა უბანთან. პროტესტზე პარტიებთან შევჯერდებით და ხვალ მოგიყვებით. ის ვნებათაღელვა, რომელიც გამოიწვია სირცხვილის კორიდორებმა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, კი გაკეთდება სირცხვილის კორიდორები, მაგრამ გავუკეთებთ იმათ, ვინც არჩევნები გააყალბა. ამის შესახებაც ყველა ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით და დეტალებს მოგახსენებთ", - განაცხადა ვარშალომიძემ. 

ბათუმის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მირდატ ქამადაძე კი ფორმულასთან აცხადებს, რომ სირცხვილის კორიდორები გაიმართება მხოლოდ იმ უბნებზე სადაც მაღალი თანამდებობის პირები აძლევენ ხმას.

"ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ სირცხვილის კორიდორი იქნება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის და არა ამომრჩევლებითვის. შეიძლება, გეგმა შეიცვალოს, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს გადაწყვეტილებაა მიღებული", - განაცხადა ქამადაძემ.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე 15 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურისთვის გამოვიდა სირცხვილის დერეფნის ინიციატივით: 

"ყველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი". - თქვა ვარშალომიძემ.  

ვარშალომიძის განცხადებას სხვა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან ერთად უარყოფითად შეაფასეს ენმ-ის წევრებმაც.

ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ მეორე ტურში სირცხვილის კორიდორების მოწყობა არ განიხილება. 

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის პასუხად Facebook-ზე წერს, რომ მისგან მეორე ტურზე სირცხვილის კორიდორი არ იქნება. 

სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება, - ასე ეხმაურება ვარშალომიძის განცხადებას ლელო-ს ლიდერი დავით უსუფაშვილი.

 


close დახურვა