3 მაისს, დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 27 კი - დაიჭრა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პავლო კირილენკო ავრცელებს.
მისი თქმით, ეს არის ყველაზე მეტი მსხვერპლი ერთ დღეში კრამატორსკის რკინიგზის დაბომბვის შემდეგ.
"10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ავდიივკაში, 5 - ლიმანში, 4 - ვუჰლედარში, 1 ველიკა ნოვოსილკაში და 1 შანდრიჰოლოვოში"- წერს კირილენკო.