საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, გასულ დღე-ღამეში ვირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა, საერთო რაოდენობა კი 3 022-მდე გაიზარდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 251 974 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 238 737 პაციენტი გამოჯანრთელდა.