მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან 1 477 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, 533 იმერეთში.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს: აჭარა 280, ქვემო ქართლი 254, შიდა ქართლი 283, გურია 66, სამეგრელო-ზემო სვანეთი 269, კახეთი 153, მცხეთა-მთიანეთი 85, სამცხე-ჯავახეთი 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 11.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის 1 103 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 431 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქართველოში დღეს, 16 დეკემბერს ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 495 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში დადასტურებულია 198 387 შემთხვევა, მათ შორის 167 281 გამოჯანმრთელდა, 1 922 კი გარდაიცვალა.