logo
ENG



3 ახალი შემთხვევიდან 1 სატვირთოს მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი - ეზუგბაია

28 მაი 202010:58
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი.

ეზუგბაიას თქმით, მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა, სადაც მას ვირუსი დაუდგინდა. 

„სტაბილური სიტუაცია გვაქვს, მატება ზომიერი, კონტროლირებადია უკვე ბოლო 10 დღის განმავლობაში. მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 16-ით მოიმატა. ინფიცირებულებიდან 78% უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 408-ით აჭარბებს მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. 3 ახალი შემთხვევიდან 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი 2 გახლავთ უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი. სატვირთოს მძღოლი კარანტინში იყო და იქ დადასტურდა. ჩვენს ცენტრში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოუყვანიათ, გვყავდა 34, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა ჩვენი კლინიკა, ამ ეტაპზე 32 დადასტურურებული შემთხვევა მკურნალობს ჩვენთან. იმ 3 მძიმე ავადმყოფის დინამიკა არის გაუმჯობესებული, შეიძლება თქვას, რომ 3-დან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოდა, დანარჩენი ორის მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, სუბიექტური გამოკვლევებით, რადიოლოგიური მონაცემებითაც და კლინიკური გაფართოებული კვლევებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედობაზე ლაპარაკობს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 738-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 573-ს შეადგენს.

close დახურვა