logo
ENG



ეზუგბაია: თუ მომავალში იქნება ინფიცირების რაოდენობის დინამიური კლება, ლეტალობაც შემცირდება

03 სექ 202113:28
3 წუთის საკითხავი
 
ეზუგბაია: თუ მომავალში იქნება ინფიცირების რაოდენობის დინამიური კლება, ლეტალობაც შემცირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ინფიცირების შემთხვევების მატებასთან პირდაპირ კავშირშია.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობის დინამიური კლება იქნება ან არსებული მაჩვენებელი შენარჩუნდება, ლეტალობაც შემცირდება. 

"თუ მომავალში გვექნება ინფიცირების რაოდენობის შემცირება დინამიური კლებით ან თუ შევინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს და ნელ-ნელა მოიკლებს, ამას მოყვება ლეტალობის მაჩვენებლის შემცირებაც. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს გამოძახილია ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან. ეს კორელაციაშია. რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოყვება ორი სამი კვირის შემდეგ", - თქვა ეზუგბაიამ

დღეს საქართველოში პანდემიის გავრცელებდან დღემდე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 

3 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3034 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში სრულად აცრილია მოსახლეობის 15,3%.


close დახურვა