logo
ENG



3 ინფიცირებულის წყარო ვერ დგინდება - ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი დღეს გახდება ცნობილი

21 ივლ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ყარაჯალაში და ყარათაქლაში, სადაც კორონავისურის ბოლო 20 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დღეს გაფართოებული ტესტირება იწყება.

ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, პროცესი დილიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 3 ინფიცირებულის წყარო ვერ დგინდება.

მიიღებენ თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში დღეს იმსჯელებენ.


close დახურვა