logo
ENG



3 მაისს, საღამოს საათებში რუსეთმა უკრაინას 18-მდე რაკეტა ესროლა

04 მაი 202202:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/a4ml9lbvdqbk9pg.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, 3 მაისს, საღამოს საათებში რუსეთმა უკრაინას 18-მდე რაკეტა ესროლა.

მათივე ცნობით, რაკეტები მოხვდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ლვივის, ვინიცას, კიევისა და ამიერკარპატების რეგიონებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

“3 მაისს, საღამოს საათებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო იერიში განხორციელდა. რუსული ბომბდამშენები Tu-95 და Tu-160 სარაკეტო დარტყმებს კასპიის რეგიონიდან ახორციელებდნენ. გასროლილი იყო დაახლოებით 18 რაკეტა, რომელიც მოხვდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგოროდის, ლვივის, ვინიცას, კიევისა და ამიერკარპატების რეგიონების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ასევე, სხვა საშუალებებით სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ოდესისა და დონეცკის რეგიონებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, 3 მაისს, დღის განმავლობაში, წინასწარი მონაცემებით უკრაინამ, სულ მცირე 8 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია 7 თვითმფრინავისა და ერთი საავიაციო რაკეტის ჩამოგდების შესახებ.

„ოკუპანტები უფრთხილდებიან თავიანთ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს, ამიტომ, ისინი არ შემოდიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში. მეორეს მხრივ, საჰაერო ძალების ავიაციამ დღის განმავლობაში ათობით გაფრენა განახორციელა. თავდასხმის თვითმფრინავების მებრძოლებმა ათამდე სარაკეტო დარტყმა მიაყენეს მტრის ჯარებს, საბრძოლო მასალის საცავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის რამდენიმე რეგიონი რუსების სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა. 

აფეთქებები იყო ლვივში, სადაც სამი ელექტრო-ქვესადგური დაზიანდა. 

ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის რეგიონში განხორციელდა თავდასხმა რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით. 


close დახურვა