logo
ENG



3 პარტია: ეს ფარული საუბრები, სავარაუდოდ, რუსეთისთვის სანქციების ავლისთვის გამოიყენება

02 თებ 202311:51
3 წუთის საკითხავი
 

დროა, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი - მეტი თავისუფლება ეხმაურებიან კარასინი-აბაშიძის გავრცელებულ აუდიოჩანაწერს და ამბობენ, რომ ამ ჩანაწერით ვიგებთ, რომ "არსებობს ფორმატი, რა ფორმატშიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელაპარაკება საქართველოს მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლები." და, რომ ეს ფარული საუბრები "დიდი ალბათობით, გამოიყენება მათ შორის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, ახალი არხების თუ ახალი მექანიზმების გახსნისათვის."

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ ჩვენს უკან თურმე არსებობს ფორმატები, რომელი ფორმატებიც რუსეთის ფედერაციასთან მალულად და ფარულად საუბრობს ქართული ოცნება. თურმე არსებობს ფორმატი და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამის შესახებ, რა ფორმატშიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ელაპარაკება საქართველოს მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლები. მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ არავის არ გვსმენია მსგავსი ფორმატის შესახებ. უფრო მეტიც რუსეთის მხრიდან ამ ჩანაწერში არის მოთხოვნა, რომ რეგულარული სახე მიიღოს ამ ტიპის ფორმატმა, რომელ ფორმატსაც არანაირი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ აქვს. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვეტილი გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან ქართული ოცნება მათთან დღენიადაგ საუბრობს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, როცა მალავ, როცა ამას ზურგს უკან აკეთებ, ეს ცალსახად დანაშაულის მამტკიცებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც ყველაზე სამწუხაროა ეს სატრანსპორტო ხაზები, ეს სატრანსპორტო კომუნიკაციები, ეს ფარული საუბრები დიდი ალბათობით, გამოიყენება მათ შორის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, ახალი არხების თუ ახალი მექანიზმების გახსნისათვის. და რაც ყველაზე ცუდია, ქართული ოცნებას ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან."- ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

გირჩი- მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ "დიდი პრობლემა არის, რომ შევეჩვიეთ თითქოს ეს არის ნორმალური ამბავი, როცა ჩვენს ზურგს უკან, კაცმა არ იცის, რაზე ივანიშვილი თანხმდება ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან."

"ამ ჩანაწერში რაც ჩანს ეგ ისედაც ვიცოდით. ვიცით, რომ ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს, ხან ელაპარაკება აბაშიძის პირით, ხან შინაგან საქმეთა მინისტრის პირით, ხან სუს-ის პირით და ა.შ., რაც არის პრობლემა, არის ის, რომ არ ვიცით, რაზე არის ეს მოლაპარაკებები, მათ შორის ამ საუბარშიც ჩანს, რომ თანხმდებიან იმაზე, რომ მოდი ნუ გავასაჯაროებთ რაზე ვლაპარაკობთო. კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის, რომ შევეჩვიეთ თითქოს ეს არის ნორმალური ამბავი, როცა ჩვენს ზურგს უკან, კაცმა არ იცის, რაზე ივანიშვილი თანხმდება ამ ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან."- ჯაფარიძე.

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 24 თებერვალს საზოგადოებამ უნდა უთხრას "არა" რუსეთს.

"ევტოშენკოვი-ივანიშვილის მეგობრული საუბრის შემდეგ, მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ასევე ძალიან თბილი, მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენ ოკუპაციაზე, არა ჩვენ უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე რასაც ჩადის რუსეთი, არამედ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე რაღაცა საკუთარი ინტერესების შესახებ. ესე ხდება, როდესაც არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას. ჩვენ რეაქციაც ვნახეთ კარასინის და სხვას არც უნდა ველოდოთ ქართული ოცნების მხრიდან. მთავარი კითხვა არის, თუ რას ვშვებით ჩვენ? ვეგუებით თუ არა აი, ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის- არა და 24 თებერვალი განმსაზღვრელი საერთოდ ევროპის ცივილიზებული სამყაროსი, ის დღე, როდესაც ეს "არა" მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა ვუთხრათ რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს."- ელენე ხოშტარია.

* * * 

გუშინ გავრცელებული კარასინი-აბაშიძის საუბრიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აცნობს იდეას, გაზრდილი ტვირთ ბრუნვის გამო განიხილონ არსებული გზების მოდერნიზაცია ან ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის. აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ახლა ახალ გზაზე საუბარი დროული არ იქნება.

აბაშიძემ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მისი ნამდვილობა დაადასტურა. 

"რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი" - ამ სათაურით იუთუბ არხ კიბერ კმარაზე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. 

კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პარტია ლელო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს.


close დახურვა