logo
ENG



ჯანდაცვა: კაკაჩიას რუხის კლინიკაში ყველა პროცედურა უტარდება, ახლა გადაყვანა საჭირო არაა

19 ნოე 202021:17
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/19/4petatnnwdezxh1.png

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კვლევითი ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მკურნალობას ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში გააგრძელებს.

როგორც ფორმულას სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კაკაჩიას ადგილზე ყველა შესაბამისი პროცედურა უტარდება და რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი მის სხვა კლინიკაში გადაყვანას საჭიროდ არ მიიჩნევს.

"ბატონ კორნელი კაკაჩიას სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არის მოთავსებული, უტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება იმისათვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ ეტაპზე რეანიმატოლოგები, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი არ თვლის საჭიროდ, რომ ის იქნას გადაყვანილი სხვა კლინიკაში. თუ მდგომარეობა შეიცვლება, ექიმები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.

კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კაკაჩია რუხის საავადმყოფოში იმყოფება და თბილისში გადმოყვანას ითხოვს.


close დახურვა