logo
ENG



კობახიძე: აბა, გირჩს მოენდომებინა ბაგრატთან შეხვედრის გამართვა, ეკლესია რა ყვირილს ატეხდა

02 სექ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 

უნამუსოდ ცრუობს ეკლესია ბაგრატის ტაძარს ეზო ჩვენ არ გვეკუთვნის და იქ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, რომელთაც საპატრიარქოს არ უთანხმებენო. ამხელა ტყუილი შეიძლება წმინდა მამებო? აბა ერთი მაგალითად 'გირჩს მოენდომებინა ბაგრატის ტაძართან შეხვედრის გამართვა, რამხელა ყვირილს ატეხდა ეკლესია, მკრეხელობააო, სიწმინდეებს შეურაცხყოფენ და ქართველობას გვართმევენო. პატრიოტთა ალიანსს კი მშვენივრად ჩაატარებინეს ყრილობა, რადგან ეკლესია და 'პატრიოტთა ალიანსი' ერთი სულისა არიან. ხოლო წმინდა მამებს არ უნდა დაავიწყდეთ, ვინაა სიცრუის მამა, ახლა მაინც წაიკითხონ სახარება და კონკრეტულად იოანეს სახარების მერვე თავი


close დახურვა