logo

ფედერალურმა სასამართლომ პენსილვანიის ხმების გაუქმებაზე ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

22 ნოე 202015:34
3 წუთის საკითხავი
clock 5 clock 1366
2020/11/22/bvtbsskhsuuzajj.jpg

პენსილვანიის ფედერალურმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის სარჩელი, რომლითაც მოქმედი პრეზიდენტი ფოსტით გაგზავნილი დაახლოებით 7 მილიონი ხმის გაბათილებას ითხოვდა. 

მოსამართლე მეთიუ ბრანმა განაცხადა, რომ სარჩელი დარღვევების შესახებ დაუსაბუთებელი იყო, ბრალდებები კი სპეკულაციური. 

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერც ერთი ამომრჩევლის უფლება ვერ შეიზღუდება, მით უფრო, ამომრჩევლების რაოდენობით რიგით მე-6 შტატში". - თქვა მოსამართლემ. 

მოსამართლის ეს გადაწყვეტილება პენსილვანიაში ჯო ბაიდენის გამარჯვებას კიდევ უფრო ამყარებს. დემოკრატი კანდიდატი ამ შტატში ტრამპს 80 000 ხმით უსწრებს. 

პენსილვანიამდე დონალდ ტრამპმა საჩივრების შესახებ სასამართლო დავა კიდევ ორ შტატში წააგო. 

ჯო ბაიდენმა, წინასწარი შედეგებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. საარჩევნო კოლეგიაში მან 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი - 232. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.



close დახურვა