მე-9 მოწვევის ჯანმრთელობის დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ.
"ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის, მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძის თქმითვე, ეპიდკონტროლის გარდა, საჭიროა საზოგადოების დამყოლობა და პოლიტიკური სტაბილურობა, რისთვისაც, მისი აზრით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.
"დღეს არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა, მეტ-ნაკლებად - ყველასია", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე მე-10 მოწვევის პარლამენტში, პროპორციული სიით 22-ე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ მან მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის არგუმენტით, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილები ჩააგდო, ქართულა ოცნებამ ახალ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არ დაასახელა.