logo
ENG



მეუფე იაკობი პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე: მარტო უცხოელებთან არა, შეუძლიათ, ჩვენთანაც მოვიდნენ

24 ნოე 202015:21
3 წუთის საკითხავი
clock 715
მეუფე იაკობი პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე: მარტო უცხოელებთან არა, შეუძლიათ, ჩვენთანაც მოვიდნენ

ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის განცხადებით, არჩევნებმა ხალხი უნდა გააერთიანოს და თუკი ოპოზიცია და ხელისუფლება "უცხოელებთან" [ელჩებთან] შეხვედრით ვერ იპოვის გამოსავალს, შეუძლიათ, ეკლესიაში მივიდნენ. 

"არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. ჩვენც ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ, ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია ის ადგილია, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება.

ხომ ხედავენ, რომ არც ერთ მხარეს არ ჩავრეულვართ ამ არჩევნებზე. ღმერთმა ყველა დალოცოს და შევთხოვ უფალს, გონიერმა გულმა გაიმარჯვოს ქართველებში. შევხედოთ ირგვლივ, რა სიტუაციაა, საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვიძახოთ, კარგი გვინდა ქვეყნისთვისო, მაინც მტრის წისქვილზე დავასხამთ წყალს.

რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ, თორემ მანამდეც ვამბობდი, რომ რთული იქნებოდა. პირდაპირ ჩანდა საითაც მივდიოდით.

ჩვენ ამას შევწირეთ ყველაფერი, ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, რომ ჩატარებულიყო არჩევნები", - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას. 

ეპისკოპოსის თქმით, არც ერთ მხარეს, არც პოზიციიდან და არც ოპოზიციიდან  არ გამოუთქვამს სურვილი მათთან მოსვლის და "ასე არ გამოდგება".


close დახურვა