ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა. თავდაპირველად სახლის მეპატრონემ თავად სცადა ხანძრის ჩაქრობა, მან სახისა და ხელების დამწვრობა მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ხანძარი სხვენში, მოკლე ჩართვის შედეგად გაჩნდა, თუმცა მეპატრონე არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი ბავშვების თამაშის შედეგად გაჩენილიყო. ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.
ქუთაისში ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა
26 ნოე 202010:40
3 წუთის საკითხავი