logo
ENG



28 ნოემბრიდან ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ, მუშაობას აგრძელებენ აგრარული ბაზრები

26 ნოე 202014:08
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/26/2ji8b7qmcbubozb.jpg

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში თბილისში, ბათუმში,  ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ, თუმცა ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოზე მიიღეს.     

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.

კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.

 


close დახურვა