logo
ENG



ტიკარაძე საპენსიოს გამოყენებაზე: ვინაიდან მოსახლეობის მოთხოვნაა, საკითხს დავაყენებ

26 ნოე 202016:10
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე საპენსიოს გამოყენებაზე: ვინაიდან მოსახლეობის მოთხოვნაა, საკითხს დავაყენებ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ საპენსიო დანაზოგის გამოყენების დაშვების საკითხზე მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ტიკარაძეს კითხვა ჟურნალისტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაუსვა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობის პოზიციაა, რომ საპენსიო რეფორმა ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პექსპერტივაზე გათვლილი რეფორმა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის ჩვენ ეს საკითხი განხილვაზე მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ვიმსჯელებთ", - თქვა ტიკარაძემ.

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ პანდემია მოკლევადიანი პრობლემაა და საპენსიო დანაზოგი არ უნდა დაიხარჯოს. მისივე თქმით, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად საპენსიო დანაზოგების გამოყენება მთლიანი რეფორმის დისკრედიტაციაა.

კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისას ოპოზიციის ნაწილი ითხოვდა, რომ საპენსიო დანაზოგზე მოსახლეობას წვდომა ჰქონოდა, რაზეც მთავრობამ უარი თქვა. 


close დახურვა