ორგანიზებული დანაშაულის დაახლოებით 40 მონაწილიდან ხელისუფლებამ მხოლოდ 6 დააკავა. სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა, მაგრამ დაზარალებულები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებლების მიმართ ნაცად ხერხს გამოიყენებენ და საბოლოოდ, მცირე სასჯელით გამოუშვებენ. ოპოზიციაზე ძალადობის ორგანიზატორად ქართულ ოცნებას მიიჩნევენ. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს სულ რამდენიმე საათში დაესხნენ თავს, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების წევრთან სხდომაზე კონფლიქტი მოუვიდა.