ჯერჯერობით კვლავ უცნობია, გაიმართება თუ არა მორიგი არაფორმალური შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. საარჩევნო სისტემის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებისთვის კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
დავით უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ მოძებნონ სხვადასხვა კომპრომისული ვარიანტი, რასაც ხელისუფლება დათანხმდება.
"40%-იანი პრინციპის მიღწევის ყველაზე მარტივი საშუალებაა 125-25-ზე პროპორცია და თუ ეს ვინმესთვის მისაღები არაა, მაშინ ფორმულა ამგვარია - როცა გერმანულ მოდელზე ვსაუბრობდით, პარტია რამდენ პროცენტსაც მიიღებს, იმაზე მეტი მანდატი ვერ ერგება. თუმცა არსებობს სხვა გზებიც, რათა ფორმულა შენარჩუნებული იყოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამირან ბიწაძის შეფასებით კი, ხელისუფლებას ამჯერად არჩევნის გაკეთება უწევს. ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში მმართველი ძალა კვლავ დაბრუნდება დასავლეთის ორიენტაციისკენ.
"ბოლოს შეინიშნებოდა, რომ ხელისუფლება მეტადაა კომპრომისისთვის განწობილი. მან უნდა აირჩიოს დარჩება საერთაშორისო იზოლაციაში თუ არა", - აღნიშნა ბიწაძემ.