logo
ENG



40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბერლინში, აშშ-ის საავიაცო ბაზაზე - რა მოხდა

26 აპრ 202223:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/26/icncltnkq20vous.jpg

ბერლინში, აშშ-ის რამშტეინის საავიაცო ბაზაზე, 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა. მათ რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხი განიხილეს. 

შეხვედრის ინიციატორი აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი იყო. მინისტერიალს ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელი, ასევე ალიანსის 14 არაწევრი ქვეყნის მინისტრი ესწრებოდა. 

რამშტეინის ბაზაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევა იყო. 

მთავარი, რაც შეხვედრას მოჰყვა, იყო გერმანიის გადაწყვეტილება, მიაწოდოს უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკა. ქვეყანა ამ დრომდე ამაზე უარს ამბობდა. ლოიდ ოსტინმა ამას "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" უწოდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ უსარგებლო და საშიშია ბირთვული იარაღის გამოყენებით სპეკულირება - ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ბირთვული ომიც მოხდეს. 

ლოიდ ოსტინმა ასევე მოუწოდა ვლადიმირ პუტინს, მოახდინოს კონფლიქტის დეესკალაცია. "კონფლიქტი პუტინმა დაიწყო. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს ამის დასრულების გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას". 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ "შეძრავს ცას და დედამიწას", რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს. ოსტინმა თქვა: უკრაინას სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს, ასევე სჯერა აქ ყველას".

ოსტინისვე განცხადებით, მათ სურთ, რუსეთს არ ჰქონდეს ისეთი სამხედრო ძალა, რომ სხვა მეზობლებს საფრთხე შეუქმნას. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ეძებს მიზეზებს, რა გახდა მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - დნესტრისპირეთში თავდასხმის მიზეზი. 


close დახურვა