logo
ENG



Reformerfitness-ში პოლიცია შევიდა, ისინი ხალხს დარბაზის დატოვებას სთხოვენ

29 ნოე 202019:35
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/29/3rr30i6sfws3liq.jpg

ფიტნესკლუბ Reformerfitness-ში, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება და დაჯარიმების მიუხედავად, საქმიანობას აგრძელებს, პოლიცია შევიდა.

როგორც ფეისბუქლაივში ჩანს, პოლიციელები ხალხს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, შენობაში საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ. ისინი აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ფიტნესკლუბი რეფორმერი შეზღუდვების მიუხედავად გაიხსნა, ის დააჯარიმეს, თუმცა ფუნქციონირებას მაინც აგრძელებს. მოგვიანებით ობიექტი გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სახლად იქირავა.

 


close დახურვა