გარემოვაჭრეები რუსთავში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მუშაობის შეწყვეტაზე უარს ამბობენ.
"წინდებს ვყიდი და ვცხოვრობ ქირით. სხვა შემოსავალი არ მაქვს. დამრთონ ნება, დავდგე, ვივაჭრო და პურის ფული მივიტანო სახლში", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
"2 დღის წინ გარემოვაჭრეებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. პირველ ჩაკევტაზეც ამ გარემოვაჭრეებისთვის არავითარი დახმარება არ მიუციათ, იმიტომ, რომ საბუთიც არ ჰქონდათ, დაემტკიცებინათ, ვაჭრობდნენ თუ არა. მაგრამ ახლა, როცა ეუბნებიან, წადით სახლშიო - კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"სახლი არა, კარი არა, მუშაობის უფლება არა - სად წავიდე, მითხარით. მოვკვდე, მშივრები დავიხოცოთ?". - ამბობს სხვა.
რუსთაველი გარემოვაჭრეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ ხელისუფლება მათ მუშაობის ნებას არ დართავს.