logo
ENG



აქტივისტების თქმით, გახარიას მუშაობის დაწყება ყოველდღე პროტესტის ფონზე მოუწევს

01 დეკ 202012:27
3 წუთის საკითხავი
clock 603

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. 

პარლამენტის შესასვლელთან, მანქანების სადგომზე გუშინ გაშლილ კარვებში რამდენიმე აქტივისტმა ღამეც გაათენა. 

დღეს კი მათ დააანონსეს, რომ საპროტესტო აქციას სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან გამართავენ. 

დღევანდელი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. 

აქტივისტებისვე თქმით, პრემიერმინისტრის მუშაობის დაწყება ყოველდღე პროტესტის ფონზე მოუწევს. 

მათ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვეს და შესაბამისი განცხადებაც დაწერეს. 


close დახურვა